„კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს, ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული“

  •  

„ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შორის კავშირი აკურთხა, ასე ხდება გამრავლება“ – აცხადებს პარლამენტის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური და ამბობს, რომ გადახვევა ჯანმრთელი ვერ იქნება.

„მე ერთი ქართველი, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მართლმადიდებელი კაცი ვარ და მაქვს ჩემი დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ. კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს. ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული, რადგან, არსებობს ადამიანის წარმოშობის ორი თეორია. ერთი საღვთო სჯული, მეორე ევოლუციური თეორია, რომლიც დარვინმა ჩამოაყალიბა. საღვთო თეორიით, ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შრის კავშირი აკურთხა და ასე ხდება გამრავლება. ეს არის ნორმალური, ღვთიური საქმე. მეორე, ევოლუციის თეორიით არ აღიარებს ვიღაცა ღმერთს და ჩემთვის შესაძლოა მისაღები იყოს მათი შეხედულება, ვუშვებდე მათ შეხედულებას როგორც არსებობის უფლების მქონეს“, – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ლგბტ თემის პირად ცხოვრებაში არავინ ერევა და მათ სახლებში არავინ უვარდება. მთავარია იც, რომ რასაც ისინი პროპაგანდირებენ და აფიშირებენ, რომ ეს ნორმალური და ჩვეულებრივია, ასე არ არის.

„ევოლუციის მიხედვითაც ჩამოყალიბდა ადამიანი ორ სხვდასხვა სქესის არსებად. კაცად და ქალად. მათ შორის კავშირი არის ბუნებრივი, ჯანმრთელი, ნორმალური. აქედან გადახვევა თავისთავად ცხადია, ნორმალური და ჯანმრთელი არ იქნება და ასეც ვუყურებ ამ საკითხს. თუმცა, აქ ცოტა სხვანაირად დგას საკითხი. ისენი ცდილობენ, რომ დაგვიმტკიცონ, რომ მათ პირად ცხოვრებაში ვიღაც ერევა, სახლში უვარდებიან. ისენი ცდილობენ, გამოიტანონ საზოგადოების წინაშე თავისი შეხედულებები. ანუ , ამბობენ, რომ ეს არის ნორმალური, ჯანმრთელი პროცესი. მე ამას ვერ დავეთანხმები. ძალადობა ამ პრობლემის გადაჭრის გზა არა რის. ეს არ მოიტანს შედეგს“ – აღნიშნა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატს აზრით, კონსტიტუციაში გაწერილი გარკვეული უფლებები აბსოლუტური არ არის, თუ ის ეწინააღმდეგება მორალურ ღირებულებებს, რომელიც ამ ადგილას არის დამკვიდრებული.

მსგავსი თემები