ათონელი ბერები კიბოთი არ ავადდებიან და 110 წელი ცოცხლობენ – მკვლევართა აღმოჩენა

  •  

დადასტურებულია, რომ ათონის მონასტრის ბერები არასოდეს დაავადებულან და არც ახლა ავადდებიან კიბოთი. ამ უცნაურ ფაქტს პირველად ბერძენმა მედიკოსებმა მიაქციეს ყურადღება. მალე ამან მთელი მსოფლიოს ექიმები და მკვლევარები დააინტერესა. ამ საკითხზე სერიოზული სამეცნიერო კვლევები 1962 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.
გამოიკვლიეს ათონელი ბერების ცხედრები, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წლის ფარგლებში მერყეობს.

ამ საოცარი ფაქტის ასახსნელად ბევრი სხვადასხვა თეორია წამოიაყენეს და საბოლოოდ ყველაზე სარწმუნოდ მხოლოდ ერთი მიიჩნიეს: ამ საშიში დაავადების თავიდან აცილებაში ათონელ ბერებს მათი კვებისა და ცხოვრების რეჟიმი ეხმარებათ.

აღმოჩნდა, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ ხორცს, სამაგიეროდ მიირთმევენ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან უმეტეს დროს მძიმე მარხვაში ატარებენ. 
სწორედ მათი ჯანსაღი, ცხიმებისგან თითქმის დაცლილი საკვები იცავს ბერებს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან და მათ ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა ათონის ბერები 110 წელსა და უფრო მეტ ასაკს ყოფილან მიღწეული. მათი სიცოცხლის საშუალო ასაკი 94 წელია და ეს უკვე დიდი ხანია ოფიციალურად დადგენილი ფაქტია.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათი კვების მთავარი პრინციპები მართლმადიდებლური რელიგიის წესებით არის რეგულირებული, რომლებიც მორწმუნეებს მოუწოდებს მოიხმარონ პროდუქტი გონივრული რაოდენობით, უცხიმოდ, მცირედი და ხშირ-ხშირი ულუფებით.

ისეთ დღესასწაულებზეც კი, როგორიც აღდგომაა, ბერები არ მიირთმევენ ხორცს. სამაგიეროდ, მათ რაციონში შედის სხვადასხვაგვარი თევზეული, თხის, ძროხისა თუ ცხვრის ყველი და სხვა ცილოვანი პროდუქტები, როგორიცაა, ბარდა და ლობიო.  ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც ისინი მოიხმარენ, თავად ბერების მოყვანილია, რაც, ასევე, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ორგანიზმს ასუფთავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველდღე, ნებისმიერ ამინდში, ბერები გარკვეულ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე, ფიზიკურად შრომობენ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
 
მართლმადიდებლურ მარხვასთან ერთად, ათონელი ბერების ჯანმრთელობაში, მეცნიერების აზრით, მთავარ როლს ასრულებს ისიც, რომ ისინი თანამედროვე ცხოვრების მღელვარებიდან, სტრესიდან და ქალაქის დაბინძურებული ჰაერიდან შორს ცხოვრობენ. 

წყარო: geodoc.ge

მსგავსი თემები