“ვია 75”-ის წევრი უჩა კორძაია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

ან­სამ­ბლ “ვია 75”-ის წევ­რი, ღირსების ორდენის კავალერი, მუ­სი­კო­სი უჩა კორ­ძა­ია, 65 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ონკოლოგიური დაავადების, ლიმფომის გამო, წლების განმავლობაში მკურნალობდა. თუმცა, მისი საბოლოოდ დამარცხება ვერ შეძლო.

ანსამბლის წევრებმა, უჩა კორძაიას მძიმე მდგომარეობისა და მისთვის სასწრაფო მკურნალობის ჩატარების საჭიროების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, 14 დეკემბერს გაავრცელეს და საზოგადოებისგან დახმარება ითხოვეს. 

მათივე ინფორმაციით, უჩა კორძაიას ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის და სავალდებულო პროცედურების ჩატარება ესაჭიროებოდა. ოჯახს, ყოველგვარი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოების დახმარების იმედი ჰქონდა.  

როგორც მისი მეგობრები ამბობს, უჩა კორძაიას არ სიამოვნებდა თავის ავაადმყო­ფო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

უჩა კორ­ძა­ია, საბჭოთა ეპოქაში პოპულარული ან­სამ­ბლის – “ვია 75”-ის წევ­რი იყო. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა “თეთრი ლერსები”. ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო ანსამბლების: “ორერა”, “ვია-75”, “ნატვრის ხე”, “ბიგ-ბენდის” სოლისტი. 1997 წლიდან იყო რესტორან “ოვაციოს”, “მარკო პოლოს”, “ქართული სახლის” მუსიკოსი. ჩაწერილი აქვს მრავალი დისკი. არის სსრკ-ს საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი (1978, 1980, 1982).

უჩა კორძაია ქუთაისში დაიბადა, თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. ის ცხოვრობდა იყალთოს გორაზე, N 26 კორპუსში.

მსგავსი თემები