„პარლამენტის უმრავლესობამ საკითხის გადავადებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საზოგადოებაში ნათელი უნდა შეიტანონ და უმრავლესობამ მოსამართლეთა საკითხის გადავადებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება. შესაბამისად, რა გაგრძელდება და როგორ დამთავრდება, ამას მომავალი აჩვენებს.

„პოლიტიკა სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი პროცესია. ზოჯერ, რაღაც იწყება და მთავრდება. რა დამთავრდება და როგორ გაგრძელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, საზოგადოებაში ეს მოლოდინი არსებობს და სიახლეები გასაკვირი არც უნდა იყოს. რა სად დამთავრდება და ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვფიქრობ, ამას მომავალი გვიჩვენებს. მთავარია, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმი შეეცადონ, საზოგადოებაში ნათელი შეიტანონ და არა, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული თემის, მაგალითად სასამართლოების პრივატიზება მოახდინონ. ეს ყველას სატკივარია, ეს ყველას საზრუნავია და არაერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი. ვფიქრობ, პარლამენტის უმრავლესობამ სწორი გადაწყვეტიელება მიიღო, რომ საკითხი გადაავადა. ველოდებით, რომ შემუშავდება მოსამართლეთა სერჩევის კრიტერიუმები“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის შეფასებით, პოლიტიკური ვაჭრობისგან ყველა უნდა გათავისუფლდეს და ყველამ გამოსავალზე იფიქროს.



მსგავსი თემები