ნიკა რურუას სამშაბათს შეიწყალებენ, მელია კი ციხიდან რამდენიმე დღეში გამოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც ე.წ. შეთანხმების დოკუმენტზე პარტიიდან ერთადერთი ხელმომწერია, აცხადებს, რომ ნიკა რურუას შეწყალება სამშაბათს მოხდება. რაც შეეხება მელიას, სამშაბათზე დარეგისტრირდება შეწყალების აქტი, რომელიც მას შეეხება.

მმართველი გუნდიც ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის  ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში სამშაბათს მოხდება.

„დაისვა კითხვა, რომ შემოვა თუ არა ოპოზიცია, ჯერ უნდა გამოვიდეს ნიკა მელია, თუ არა? დღეს აქ აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება. ისინი მოვლენ პარლამენტში, იქნება ერთობლივი ინიციატივა და ერთობლივად მიღებული ამნისტიის კანონი. სამი მოსმენა სჭირდება, პროცედურას. მთავარია, რომ ინიცირება მოხდება უკვე სამშაბათს, შესაბამისად, არანაირი წინაღობა არ არსებობს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული“ – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, სამშაბათს, რაც ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს.

რურუას შეწყალებაზე სალომე სამადაშვილიც საუბრობს და ამბობს, რომ ეს სამშაბათს მოხდება.

მსგავსი თემები