„პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან!“ – დავით ჭიჭინაძე

„ნიკა ციხეშია და ესენი საზეიმო ვახშამს მართავენ!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე და პოლიტიკურ სუბიექტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე მისვლის გამო აკრიტიკებს.

„თავისი თავი ისე დაკარგეს, ისე დაპატარავდა ეს ჩვენი  პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან! მობეზრდათ როგორც ჩანს ბოიკოტი, ხალხის ინტერესებისთვის  ბრძოლა და ფურშეტებზე გადაინაცვლეს,  იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს…

ან ეს ამნისტია რას ნიშნავს?! ანტი- რუსულ პროპაგანდას, ანტი- რუსულ აქციას ამნისტია სჭირდება და ამას უჭერს ევროპა მხარს?! ანტი – რუსულ საქმეს აპრავებენ და ანტი- რუსული საქმე ვინც ჩაახშო იმას აპრავებენ?! თანაბარ დონეზე დაჰყავთ  გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნალისტები და ამ ყველაფრის ჩამდენი მოძალადეები?!

მოკლედ, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს, მას მერე დამხობილები დავდივართ და დიდი საქმე გააკეთეს თურმე!

ზვიადი რომ მოვიდა, მაშინ ერთად ვიბრძოდით  დიდი იმპერიის წინააღმდეგ,  ახლა გავრილოვის  ხარკის არგადამხდელი, ოთხ კედელში გამომწყვდეული,  როგორც რიგითი მოქალაქე  ისე იგებს ტელევიზორიდან(!!!)  რომ თურმე მისი ამნისტიის გულისთვის  აწერენ ხელს მისი ე.წ. თანამებძოლები  და ამ ყველაფერს ბედნიერად ვახშმითაც აგვირგვინებენ საზეიმო ვითარებაში… ხოდა მაშინ მე გეტყვით, მორალის და ღირსების გარეშე დიდი საქმე არასოდეს გაკეთებულა… ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ, პრეზიდენტის რეზიდენციაში, ე.წ. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის აღსანიშნავად, ოფიციალურ ვახშამი გაიმართა, რომელშიც მართველი გუნდი, ოპოზიციის ნაწილი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები