„იიი, ვახშამზე იყავით… რაღა უბედურებაა?“ – სალომე სამადაშვილი რურუას გათავისუფლების თარიღზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში გამართული ვახშმიდან ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თარიღით გამოვიდა.  

„იიი, ვახშამზე იყავით… რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?“ – აცხადებს  სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამადაშვილი ერთადერთია, რომელმაც ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სამშაბათს შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი და  ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალების აქტი.

მსგავსი თემები