ავარია ჩაქვთან – დაღუპულია არასრულწლოვანიც

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ  საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაიღუპა 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები