იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა

იტალიური გამოცემის ცნობით, იტალიის ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან ტაქსით გაიქცა. 

მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინიერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. ამასთან, მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.

პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

ტაქსის მძღოლმა, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა, ამბობს, რომ არ იცოდა, რომ მგზავრს კორონავირუსი ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

მსგავსი თემები