გორში, იერუშალაიმის ქუჩაზე 5 წლის მათე ელიაური დაიკარგა. ბავშვის დედის განცხადებით, მცირეწლოვანი მოულოდნელად გავიდა მაღაზიიდან, სადაც დაკარგული ბავშვის დედა მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ ჩაჯდა 5 წლის ბავშვი შავი ფერის მანქანაში და გაუჩინარდა. ავტომობილის მარკა დაუდგენელია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებური, დაწყებულია წინასწარი მოკვლევა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.