„გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვითარება ისე მიდის, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობის მატება გვექნება.

მისივე შეფასებით, „დელტას“ შტამი გაციების მსგავსია და ასეთი  სიმპტომების შემთხვევაში ტესტირება აუცილებელია.

„გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები