Georgian Airways რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს იწყებს – რუსული მედია

Georgian Airways რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს – ამის შესახებ რუსულ გამოცემა RTVI-ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

როგორც მედია წერს, ფრენების იგეგმება ხუთი ევროპული ქალაქის მიმართულებით: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.

„ჩვენ დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, – განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

გაიაშვილმა დასძინა, რომ Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.

„ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. ამას არაფერი მოუვა. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“, – განაცხადა გაიაშვილმა.

მსგავსი თემები