,,მოვუწოდებ სააკაშვილს, მის გარემოცვას, მაქსიმალურად იზრუნონ, რომ დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს”- რატი ბრეგაძე

„სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით, თავისუფლებას მოიპოვებს,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებები მეტყველებს იმაზე, რომ  სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

,,კიდევ ერთხელ, ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მისი გარემოცვაა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ეუბნებიან ექიმები. არც საკვებს აწვდიან იმ კალორაჟით, რასაც ექიმები ეუბნებიან და არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან. სახელმწიფო აკეთებს, მაქსიმუმს. მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ ჯანმრთელად იყოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე”- რატი ბრეგაძე

 

მსგავსი თემები