,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით, სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

,,დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები