„ადრე თუ გვიან, მოგვიწევს მაგ კანონის მიღება“ – მეუფე იაკობი „აგენტების კანონზე“

მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ე.წ. აგენტების კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ცუდად იქცევა.

„ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული და არც არაფერი და ვაი-ვიში შექმნეს. თავი გაიშიფრეს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ასე: აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, ვინ ფინანსდება უცხოეთიდან. მე, ეკლესიას თუ მაფინანსებს უცხოეთი, ისიც დაწერონ. ვიღაც იღებს ფულს, ისიც დაწერონ. მერე, რომ შევხედავთ ვიღაც იღებს ფულს და ცუდად იქცევა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს და იყენებს იმ ფულს, თვითონ უცხოეთიც დაფიქრდება და იმას არ მისცემს ფულს“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

მისივე შეფასებით, უცხოელები ზოგ არასამთავრობოს ეუბნება პოლიტიკაში გადავიდეს, რადგანაც არასწორად იქცევა.

„თვითონ ამერიკელებმა მითხრეს პირად საუბარში ახლახან, ამ ამბების შემდეგ, რომ ეუბნებიან ამ არასამთავრობოში დარჩით, ან წადით პოლიტიკაში მასე რომ იქცევითო. არ მიდიან. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ. თუ არა, რომ შევალთ, ის კანონი იქ გამზადებული დაგვხვდება“ – აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები