„პუტინი მანამ არ გაჩერდება, სანამ უკრაინას მთლიანად არ ჩაიგდებს ხელში“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. როგორც ტრამპი აცხადებს, ბაიდენის მმართველობა სტალინურთან ახლოსაა.

ბაიდენი ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე საკუთარი პოლიტიკის მიღწევებზე საუბრობდა და მოქმედ პრეზიდენტს სისუსტეებში ამხელდა. როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები უკრაინის პირველი მოკავშირე იყო და სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო უკრაინის გაძლიერება.

ტრამპის განცხადებით, სწორედ მან გადასცა უკრაინას „ჯაველინები.“ ტრამპი საკუთარ დამსახურებად და ბაიდენის სისუსტედ მიიჩნევს იმას, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მისი პრეზიდენტობის დროს კი არა, ბაიდენის პრეზიდენტობისას დაიწყო.

„პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში“ – აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ თუ პრეზიდენტი ისევ გახდება, უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლია.

მისი თქმით, აშშ სტალინისტური რუსეთის და კომუნისტური ჩინეთის მიმართულებით მიდის.

„თქვენ დამაბრუნებთ თეთრ სახლში, მათი მეფობა დასრულდება და ამერიკა ისევ თავისუფალი ერი გახდება. ამ ცეცხლის გამჩაღებლების შეჩერების ერთადერთი გზა არის თეთრ სახლში დაბრუნება“ – მიმართა ტრამპმა ამომრჩევლებს.

 

მსგავსი თემები