„თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ“ – მეუფე იაკობი სტუდენტებზე

მიტროპოლიტმა იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე 8 მარტს, პარლამენტის წინ სტუდენტების გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს, დააჯარეს, რომ საქართველოს კურსი რუსეთისკენ იყო.

„ახალგაზრდები გამოსულები იყვნენ რისთვის? მე რასაც შევხედე, თითოეულს უნდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, თუ რა არის კარგი. არ უნდათ რუსეთი. უნდათ ისეთ ადგილას იყოს საქართველო, სადაც სიკეთე იქნება. იმას ვინ დამაჯერებს, ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ რომ წაიყვანოს, ახალგაზრდებს ვინ დავაყენებთ? მე გავალ თვითონ და მე ვიქნები პირველი და  ჩვენი თაობა იქნება, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ გვინდა, ცივი ნიავი მივაკაროთ.

თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ, გამოვიდნენ..  აწი მაინც ხომ უდ ა დაფიქრდნენ. ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან დაგაბრუნებდნენ?  დღეს მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია, კანდიდატები თუ არ ვართ? 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, დანაშაული ჩაიდინეს, როცა ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირი იქნებოდა თუ სხვადასხვა ალიანსი. დღეს რა დღეშიც ვართ კი ხედავთ“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები