ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაჭრილია 5 წლის ბავშვი

ოკუპირებულ ცხინვალში, სამშაბათს, საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

სროლის შედეგად დაჭრილია 5 წლის ბავშვი, ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი განყოფილებაში თავად გამოცხადდა.

„მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, რომ მკვლელობის მიზეზი მტრული ურთიერთობები იყო” – განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა.

 

მსგავსი თემები