„38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალი, ადამიანი გაილია“- გიული ალასანია

„38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალი, ადამიანი გაილია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

„38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ -მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით,  იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით გადაცემულ დემარშის წერილში საუბარია, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთში გადაყვანა.

„ამ წერილში წერია ზუსტად ეგ, აბა, რას მოაწერეს ხელი მათ, როგორ ბრძანდებითო? მოიკითხეს? სწორედ ეგ წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა, სასწრაფოდ საჭიროებს გადაყვანას. შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რაც წერია წერილში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები