,,რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის, მასთან, ვინც სისხლს ღვრის, პატიოსანი ადამიანი საქმეს არ იჭერს”- დუდა

,,დღეს ჩვენ ვუყურებთ ალმოდებულ უკრაინას, მოკლულ ადამიანებს და დანგრეულ ქალაქებს. ჩვენს სამეზობლოში ხდება ის, რაც არ უნდა განმეორდეს. რუსეთს სურს, რომ კვლავ იმპერიად იქცეს, მიაღწიოს თავის ამბიციებს – დაიმონოს სხვა ერები”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად “კუბიცკი არკადის” ტერასაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დუდას თქმით, რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის.

,,მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს და ნატოს, გამოგზავნონ მხარდაჭერა, რომ მებრძოლებმა ბრძოლა შეძლონ. ნუ ყოყმანობთ, ნუ გეშინიათ. რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის. მასთან, ვინც სისხლს ღვრის, პატიოსანი ადამიანი საქმეს არ იჭერს. ნუ გეშინიათ. ბოროტება უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვართ და ვიქნებით სოლიდარულები უკრაინისადმი. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე. გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას. გაუმარჯოს ალიანსს პოლონეთთან და შეერთებულ შტატებთან. გაუმარჯოს ნატოს. გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს”, – განაცხადა დუდამ.

 

მსგავსი თემები