სირიაში გადაარჩინეს და-ძმა, რომლებმაც 17 საათი გაატარეს ნანგრევებში

სირიაში გადაარჩინეს და-ძმა, რომლებმაც 17 საათი გაატარეს ნანგრევებში. ამ ხნის განმავლობაში 10 წლის და თავზე ხელს აფარებდა თავის პატარა ძმას და ასე ცდილობდა მის დაცვას.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას მინიმუმ 3 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.

მსგავსი თემები