,,მიხეილ სააკაშვილი იზიარებს აზრს, რომ სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა გაგრძელდეს”- გიული ალასანია

,,მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერი იმ სისტემაში და იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ”, – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია  ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად იზიარებს პოზიციას, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

“აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რომ უნდა სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი, არ ეპარებოდა ეჭვი არც ადრე. მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული ის რო ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერია იმ სისტემაში, იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ”, – აღნიშნა გიული ალასანიამ. 

მსგავსი თემები