რუსეთმა უკრაინიდან 14 ათასზე მეტი ბავშვი იძულებით გაიყვანა – მაიკლ კარპენტერი

ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 14 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადაიყვანა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას უკრაინის ეროვნული იდენტობის ყველა გამოვლინება და ყველა უკრაინელი გადააქციოს რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომად.

„კრემლის მარიონეტულმა ხელისუფლებამ 14 000-ზე მეტი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა ან რუსეთში სხვაგვარად გადაიყვანა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მსგავსი თემები