,,რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან”- ,,ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ.

მათივე ცნობით, უკრაინული ძალები სამხრეთის მიმართულების გასწვრივ რუსეთის საყრდენი პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ.

„ომის შემსწვალელი ინსტიტუტის“ განცხადებით, რუსეთის ძალები დაზიანებული საბრძოლო მანქანების შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან. რუსეთის დანაყოფებმა უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწიეს ბახმუტიდან სამხრეთით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიღწეული შედეგების ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად.

მსგავსი თემები