ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 14 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადაიყვანა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას უკრაინის ეროვნული იდენტობის ყველა გამოვლინება და ყველა უკრაინელი გადააქციოს რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომად.
„კრემლის მარიონეტულმა ხელისუფლებამ 14 000-ზე მეტი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა ან რუსეთში სხვაგვარად გადაიყვანა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.