ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ.

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს, სავარაუდოდ, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ. საკუთარი ანდერძის თანახმად კი, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები