,,თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ”- ზელენსკი რუსებს

,,თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ,”- ამ სიტყვებით  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც რუსეთში იმყოფება და რუსეთიდანაა.

მისი თქმით, დნეპროპეტროვსკში სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი.

„დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ხალხისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა… მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან… თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები