,,უნდა გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, როცა მთავარი „ნიუსი“ არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა”- მამუკა ხაზარაძე

,,უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, როცა მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,”- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ეს არ უნდა იყოს მთავარი თემა მომავალში.

„ქართულ ოცნებას“ ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი და ჩვენ უკვე მერამდენე წელია გვესმის პროპაგანდა. ამ დროს საკითხი ეხება ადამიანს, მის სიცოცხლეს. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს სიცოცხლის გადარჩენის უფლება და რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ეს „ნიუსები“, რომლითაც თქვენ იწყებთ და ამთავრებთ ყოველ დღე. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის და პატიმრის უფლების დაცვა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ეს არ უნდა იყოს მთავარი თემა მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში გვჭირდება საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ, ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ, ეს ქვეყანა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადარჩენა, ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა, პოლარიზაციის დამარცხება, იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე ახლა ვდგავართ. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ხვალ ეს ქვეყანა შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან, თუ ასე დაპირისპირებით გავაგრძელებთ ცხოვრებას,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები