დიდი მსხვერპლის გამო, ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ყაზახეთში განვითარებული მასობრივი არეულობისთვის დაკავებულია 4 000-მდე ადამიანი. მსხვერპლიც დიდია. მსხვერპლის დიდი რაოდენობის გამო, 10 იანვარი ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრეზიდენტ  ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვედანაყოფების მიერ უსაფრთხოების ფუნქციების შესრულებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის დედაქალაქში ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის გათავისუფლება.

პრეზიდენტის ბრძანებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება მიეცათ, ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაეხსნათ.

დაკავებულებს შორის არის ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ქარიმ მასიმოვი. ის სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს.

ყაზახეთში ვითარება ჯერ ისევ რთულია. მთელ ქვეყანაში ისევ  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

 

მსგავსი თემები