უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 45 400 ჯარისკაცი დაკარგეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 45 400; ტანკი – 1 919; ჯავშანტექნიკა – 4 230; საარტილერიო სისტემა – 1 032; სარაკეტო სისტემა – 266; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 145; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 1 981; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 815; საკრუიზო რაკეტები – 194; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 143; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 აგვისტომდე პერიოდს.