„ზოგადი ეპიდვითარება ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში არის გაუარესებული,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში,” თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
პროფესორის ვარაუდით, თუ არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები შესაძლოა ქვეყანა ნოემბერ – დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდეს:
„დღეს შემთხვევების რაოდენობა გასამმაგებულია, ერთი თვის განმავლობაში გასამმაგდა აქტიური ინფიცირების რაოდენობა.
400 – 500 ინფიცირებული ეს არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ეს მატება არ არის ისეთი კატასტროფული, რომ მესამე ტალღად აღვიქვათ, მე არ ვთვლი, რომ მესამე ტალღა არ იქნება არასოდეს, ეს მიდგომა არასწორია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი უნდა გავითვალისწინებთ მწარე გამოცდილებას ნოემბერი – დეკემბრის და ეს იქნება უკვე დამანგრეველი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.