,,ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც იშვილა”- თეა წულუკიანი არახამიაზე

,, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს?,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, დიდ წარმატებად ჩაითვლება. მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც ის იშვილა” – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მსგავსი თემები