,,პრეზიდენტმა პირდაპირ  ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში”- ბადრი ჯაფარიძე

,,ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როცა პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში,” – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას.

„პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დესტრუქციული როლი ითამაშა და დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას აგრძელებს – ხელს უშლის, საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. პრეზიდენტთან გაგრძელდება კონსტრუქციული მუშაობა, რათა 12-პუნქტიან რეკომენდაციებს ევროპული სტანდარტით გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს” – პრეზიდენტი – (mcm.ge)

მსგავსი თემები