„არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს” – პრეზიდენტი

„არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“ – აცხადებს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილთა დაკავშირებით, რომელიც მან ევროპაში გაგზავნა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხან ევროპარლამენტარს ეკამათება და ხან ამერიკის ელჩს, თან, „ამ ფორმით“.

„არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ,  მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია მე არსად, 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც იმიტომ, რომ სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები