,,ნებისმიერ შესაძლებლობას თუ ფორმატს განვიხილავთ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას,  რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დაჩქარდეს ევროინტეგრაცია. მისივე თქმით, ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებული ალიანსის შექმნა, არ წარმოადგენს ევროკავშირის ალტერნატივას.

,,საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც მისი განცხადებიდან იყო მოწოდებული. ამაზე მეტი დეტალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ჩვენი საუბრიდან ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს არ განიხილავს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად. ჩვენ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ვიცით, როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას თუ ფორმატს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას აუცილებლად პარალელურ რეჟიმში განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელის შემწყობი იმის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ევროინტეგრაციის ხაზით ვახორციელებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები