,,ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პოზიცია”- გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრზეა, არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არამედ საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულიცაა.

„ერეკლე მეფეს თითქოს შეურაცხყოფას კი არ აყენებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, აქ არ არის მარტო ისტორიის კონკრეტულ ეპიზოდზე დავა, ეს არის ძალიან მძიმე გამოვლინება პოზიციისა, რომელიც საზოგადოებას აყენებს სერიოზულ ზიანს და წარმოშობს დაპირისპირების ატმოსფეროს, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

თუმცა, ყველას უნდა ვუთხრა, ნებისმიერი ასეთი ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენს აზრს არ იზიარებს, არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. არამარტო სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არამედ საზოგადოების, ჩვენი შვილების წინაშე დანაშაულია, ვინაიდან არ ვიმსახურებთ საზოგადოებას, სადაც განსხვავებული აზრისთვის ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, თუნდაც, კატეგორიულად არ ეთანხმებოდე მის აზრს.

ის, რომ მის აზრს არ ვეთანხმები, ამას ნუ ამიკრძალავთ იმის შიშით, რომ შეიძლება ვიღაცამ იმოქმედოს საზოგადოების საწინააღმდეგოდ და თავის ინტერესები დააზიანოს იმით, რომ აუცილებლად პასუხს აგებს. ჩვენი პროპაგანდა საშიში რატომაა? ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ეს მარტო “ქართული ოცნების” პოზიცია ხომ არ ყოფილა? საზოგადოების გარკვეულმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგმო ასეთი შეურაცხმყოფელი გამოსვლა. მე მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ცალკე გავა ისევე როგორც არაერთხელ მომხდარა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები