„თუ 6 200-იან ზღვარს გადავაბიჯეთ, „მეხუთე ტალღა“ კატასტროფული იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ახლოს ვართ კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღასთან, რაც ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება.     

„თუ ინფიცირებულების ციფრი გაიზარდა და გადავაბიჯეთ 6200-იან ზღვარს, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც კატასტროფული იქნება“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარან“.

პროფესორის შეფასებით, ამ კატასტროფულ ვითარებას რომ არ მიუახლოვდეთ, საჭიროა, დღეში, აცრის მსურველების რაოდენობა 30 000-მდე გაიზარდოს.

„თუ დღეში 30 ათასამდე ადამიანმა მიმართა ვაქცინაციის ცენტრს, ეს არის ის, რაც გვათქმევინებს, რომ დეკემბერში საქართველოში პანდემია კონტროლირებულია. თუ არა, მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ინფიცირებულების და გარდაცვლილების მაღალი რაოდენობა  გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ქვეყანაში პანდემია მალე არ დასრულდება. როდესაც ქვეყანაში 6200 ინფიცირებული დაფიქსირდა, ეს აღვიქვით „მეოთხე ტალღის“ პიკად. დღევანდელ მდგომარეობა, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც არდასრულებული „მეოთხე ტალღა“. თუ უახლოესი კვირა ინფიცირებულების ციფრები გაიზარდა და გადავაბიჯეთ 6200-იან ზღვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ „მეხუთე ტალღა“ გვაქვს, რომელიც კატასტროფული იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ, „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები