“მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა, როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება” – ტედროს ადანომ გებრეიესუსი

მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა იაპონიის დედაქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომებით.

„ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა“, -აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება.

მსგავსი თემები