,,რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის”- ესპანეთის პრემიერი

რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

„ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და ნაწიბურებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

 

მსგავსი თემები