მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი, ასევე დაჭრილია ორი პირი. არსებული ინფორმაციით, ყველა ერთი ოჯახის წევრია.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები