პოლონელი ტურისტის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ხმალაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დაკავებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

როგორც პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა, ბრალდებულმა დანაშაული მოტივაციის გარეშე ჩაიდინა. ის ყაჩაღობისთვის წარსულშიც ნასამართლევი პირია.  წინა სასამართლო პროცესი 26 აგვიტოს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს. ​

მსგავსი თემები