რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს.

„დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები ახლა არ არსებობს. რაც უფრო მეტად გვსურს მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინას ზამთრის პერიოდში სურთ ძალების გადაჯგუფება და გადაიარაღება სურს,  ამიტომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

მსგავსი თემები