კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 225, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში – 20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 225, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 972 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 2.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – ორი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – სამი, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – არც ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 466, აჭარაში – 154, იმერეთში – 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 109, აჭარაში – 9, იმერეთში – 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – ოთხი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 27 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 889 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 413, პირი, აჭარაში – 571, იმერეთში – 1 058“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები