ოზურგეთში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

ოზურგეთში 17 წლის მოზარდი დაჭრეს. ამ დროისთვის, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიცინის ცენტრში მას საოპერაციოდ ამზადებენ.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოზარდი გუშინ დაჭრეს. ოჯახის ინფორმაციით, ის კლინიკაში თავის ფეხით მივიდა და დახმარება ითხოვა. ახლობლები დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათი თქმით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

მსგავსი თემები