საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 175 -ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების  260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 911 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები