ახალი დეტალები გარდაცვლილი ექთნის საქმეში – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლებადამცველები ამბობენ, რომ უნდა გაფართოვდეს იმ პირთა სია, რომლებსაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ბრალი მიუძღვით. ვახტანგ ბარამაშვილი და ნინო ამაღლობელი დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ საქმის დეტალებზე ისაუბრებენ:

“ვისაუბრეთ კლინიკის ექიმებისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე. აღმოჩნდა, რომ ბრალის წარდგენის საკითხისთვის რეგულირების სააგენტოდან ელოდებიან დოკუმენტაციას, რომელსაც არ აძლევს რეგულირების სააგენტო, როგორი ნონსენსიც არ უნდა ჩანდეს, უბრალოდ არ აძლევს რეგულირების სააგენტო და პროკურატურა არის უმწეო არსება, რომელსაც არ შეუძლია რეგულირების სააგენტოდან დოკუმენტაციის ამოღება იმისთვის, რომ ბრალის წარდგენაზე იმსჯელოს.

რაც შეიძლება მოხდეს ამ პროცესის შემდგომ, არის ყველაფერი პროკურატურის, რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა,” – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

მსგავსი თემები