20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები მეორე მოსმენით იწყება

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიციიდან გამომდინარე, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარეშე ჩაივლის.

საკანონმდებლო ორგანოში, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვები იწყება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ მხარეებს შორის საბოლოოდ პოზიციები შეჯერდება.

“კარგი იქნება, თუ ოპოზიციის კონსტრუქციულად განწყობილი ნაწილის ერთ პროექტზე შეთანხმება მოხდება. პრინციპული განსხვავება ამ ორ კანონპროექტს შორის კი დეტალებშია, რომელზეც შეიძლება საერთო ენის გამონახვა,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, ამნისტიის “ქართული ოცნების” ვარიანტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

მსგავსი თემები