18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ​

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ.

“ძირითადი თემა იყო “სინოფარმი”. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის “სინოფარმი” უსაფრთხოა,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მსგავსი თემები