შარლ მიშელი პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში მივიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში მივიდა. სალომე ზურაბიშვილი მას ორბელიანების სასახლის ეზოში დახვდა. შარლ მიშელთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს კარლ ჰარცელიც. 

როგორც წინასწარ არის ცნობილი, შევხედრისთვის ერთი საათია განსაზღვრული, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაეშვა. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია.

შარლ მიშელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.  

შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა, ხელი მოაწერეს. 

მსგავსი თემები