„როცა ჟურნალისტებს დავუკავშირდი გამგებლის მოადგილემ ჩხუბი დამიწყო, რა ქვეყანა შეყარეო“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში მცხოვრები ინგა ფასანიძე ამბობს, რომ მედიკამენტების შესაძენი თანხა არ აქვს. სამი შვილის დედაა, რომელიც თითქმის დანგრეულ სახლში რამდენიმე მძიმე ავადმყოფთან ერთად ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს, როგორც ფასანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, პირადად მას მომიხსნეს დახმარება, რადგან სახლი, სადაც ცხოვრობენ მასზეა გაფორმებული, თუმცა მისივე განმარტებით სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ინგა ფასანაძე ამბობს, რომ სახლში რამდენიმე ავადმყოფი ჰყავს და ინფარქტ გადატანილი მეუღლე, ერთ – ერთი შვილს აქვს გულის დაავადება, მეორე ბავშვი კი როგორც თავად ამბობს უნარშეზღუდულია და წერა – კითხვა არ შეუძლია.

„ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება, რამდენჯერმე დავუკავშირდი გამგეობას, თუმცა ჩემს მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს, ჩემს მეუღლეს აქვს რამდენჯერმე ინფარქტი გადატანილი, არაფრის საშუალება არ გვაქვს, პირადად მე ვერ ვმუშაობ, რადგან ოჯახში რამდენიმე მძიმე ავადმყოფია და მათ მოვლა სჭირდება, როცა თქვენ დაგიკავშირდით გამგებლის მოადგილე ძალიან გაბრაზდა და მეჩხუბა, პირადად მე მომეხსნა სოციალური დახმარება, რადგან სახლი სადაც ვცხოვრობ ჩემზეა გაფორმებული, სახლი პირობითად, თორემ ისე ნანგრევებია. ერთადერთი შვილი მყავს ჯანმრთელი, გამგებლის მოადგილემ კი სმს მომწერა მასალით ხომ დაგეხმარე რა ქვეყანა შეყარეო“ – ამბობს ინგა ფასანაძე „მედიაცენტრ მთავართან.“

„მედიაცენტრი მთავარი“ ქვენობანის გამგებლის მოადგილესთან, რომან კალანდაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, როგორც ჩანს გამგებლის მოადგილე უცხო ნომრებს არ პასუხობს. 

მსგავსი თემები